რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ჩინეთის უმაღლესი დიპლომატის პირველი ვიზიტია.

ვანგი, რომელიც საგარეო საკითხებში მრჩევლად ჩინეთის ლიდერმა, სინ ძინფინგმა გასულ თვეს დანიშნა, მოსკოვს რვადღიანი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა. 

ჯერ არც ჩინეთს და არც რუსეთს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, შეხვდება თუ არა მინისტრი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. თუმცა პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გუშინ, 20 თებერვალს აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გამორიცხული არ არის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჩინეთსა და რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, განაგრძონ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და განიხილონ საერთო ინტერესები საერთაშორისო და რეგიონულ ცხელ წერტილებთან დაკავშირებით. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენოტინი ბლინკენმა გასულ კვირას თქვა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდებას გეგმავს. 

გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო დახმარებას გაუწევს, ის "წითელ ხაზს" გადაკვეთს. ამის შესახებ ელჩმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

კომენტარები