რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: კიევი მტკიცედ დგას

ერთი წლის წინ მსოფლიო კიევის დაცემას მოელოდა. და მე ახლახანს დავბრუნდი კიევიდან და შემიძლია გითხრათ, რომ კიევი მყარად დგას, კიევი დგას ამაყად, კიევი თავაწეული დგას და, რაც მთავარია, კიევი თავისუფალი რჩება. რუსეთის უკრაინაში შეჭრა გამოცდა არ იყო მხოლოდ უკრაინისთვის, ეს საუკუნოვანი გამოცდა იყო მთელი მსოფლიოსთვის, ამერიკისთვის, NATO-სთვის - მთელი დემოკრატიული სამყარო გამოცდის წინაშე დადგა. შევეჯახეთ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან კითხვას - ვუპასუხებთ რუსეთს თუ საპირისპირო მხარეს გავიხედავთ. ვიქნებით ძლიერები თუ სუსტები. ჩვენი მოკავშირეები დავრჩებოდით ერთიანი თუ დავიხლიჩებოდით.

ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვიცით პასუხი - ჩვენ ვუპასუხებთ, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ერთიანები და არ მოვარიდებთ თვალს. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში მიმართვა დაიწყო. 

კომენტარები