რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: რუსეთისთვის ომი ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი აღმოჩნდა

რუსეთისთვის ომი უკრაინაში "ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი აღმოჩნდა". - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. 

ათენში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაუსჯელი დარჩება, ეს პანდორას ყუთს გახსნის. 

"პრეზიდენტ პუტინის უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ, ცხადია, რომ ეს ყოველმხრივ სტრატეგიული შეცდომა იყო". - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის კომენტარი მოჰყვა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძლიერი მოკავშირის ვიზიტად შეაფასა. 

კომენტარები