რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ომი მათ გააჩაღეს, ჩვენ მის შესაჩერებლად ძალას ვიყენებთ

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 21 თებერვლის ფედერალური კრებისადმი მიმართვაზე.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ფედერალური კრებისადმი მიმართვაში ომის დაწყებაში დასავლეთსა და უკრაინას ადანაშაულებს. 

"მინდა გავიმეორო: ეს მათ გააჩაღეს ომი, ჩვენ კი ვიყენებდით და ვიყენებთ ძალას, რომ ის შევაჩეროთ". – თქვა პუტინმა. 

პუტინის მტკიცებით, კონფლიქტის გამწვავება დასავლეთის ბრალია და რუსეთი მის მშვიდობიანად გადაჭრისთვის "ყველაფერს ცდილობდა". 

"უკრაინული კონფლიქტის გამწვავებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლის რიცხვის ზრდაზე პასუხისმგებლობა სრულად დასავლეთის ელიტებზეა. და, რა თქმა უნდა, დღევანდელ კიევის რეჟიმზე, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი, ფაქტობრივად, უცხოა". – თქვა პუტინმა. 

პუტინისვე მტკიცებით, რუსეთი უკრაინელ ხალხს არ ებრძვის და თავად ეს ხალხი "კიევის რეჟიმის ტყვეობაშია". მან ასევე დასაბუთების გარეშე თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში კიევი დონბასის სეპარატისტულ რეგიონებზე თავდასხმას გეგმავდა.

"შემომავალი ინფორმაცია ეჭვგარეშე იყო, რომ 2022 წლის თებერვლისთვის ყველაფერი იყო მზად დონბასში [კიევის] მორიგი სისხლიანი, დამსჯელი ქმედებისთვის". – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ მათი მომდევნო სამიზნე ყირიმი იქნებოდა. 

კომენტარები