მნიშვნელოვანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის, სტრუქტურულად. ამიტომ, დღეს თბილისში, ბროსეს ქუჩის 6 ნომერში ვხსნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელიც, პარალელურად, ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც თბილისში ასიათასობით არიან და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს ხოლმე, მოვუწოდებ - ჩვენთან ოფისში მობრძანდით, რეგისტრაცია გაიარეთ და რუსულ ოცნებაზე გამარჯვების თანამონაწილე გახდით. იმისთვის, რომ პარტია თბილისში ძლიერი იყოს, სამუშაო ჯგუფი შევქმენით. ამ სამუშაო ჯგუფს ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, რომლის მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, რომ ძალიან სწრაფად მოახდინოს თბილისის ნაციონალური მოძრაობის რეორგანიზაცია და სტრუქტურულად გამართვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ხაბეიშვილი: ვხსნით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ის თბილისის ცენტრალური ოფისი გახდება
tbl.ge/6a1a
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა
- სააკაშვილი: დღევანდელი გადაწყვეტილება არის ენმ-ს მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში
- ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, მას ბოკუჩავა ჩაანაცვლებს