ბენ ჰოჯესი

ჰოჯესი: საქართველოს ახალგაზრდობა გაცილებით უკეთეს რეალობას იმსახურებს, ვიდრე დღეს აქვთ

მე ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ. საქართველო, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავედი და სადაც ახალგაზრდებს უნდა ჰქონოდათ ბრწყინვალე მომავალი და იგრძნობოდა დემოკრატიული სულისკვეთების ძალიან დიდი გავლენა, ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ იმყოფება ამჟამად.

საქართველომ არ გამოხატა ძალიან ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომ უკრაინას დაემარცხებინა რუსეთი და გაეძევებინა რუსული ჯარები თავის ტერიტორიიდან და ახალი კანონპროექტი, რომელიც არის რუსული კანონპროექტის გადმომღერება, რომელიც საუბრობს უცხოურ აგენტებზე. ეს გახლავთ ის ნაბიჯები, რომელსაც მე არ მოველოდი დემოკრატიული საქართველოსგან. ეს რეალურად ზღუდავს მომავალს საქართველოს ახალგაზრდობისა...

ეს არის არჩევანი საქართველოს მთავრობისა და ვფიქრობ, საქართველოს ახალგაზრდობა გაცილებით უკეთეს რეალობას იმსახურებს, ვიდრე დღეს აქვთ.

[ფორმულას თარგმანი] თქვა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები