რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სიგნალები ადასტურებს, რომ რუსეთი ომს წააგებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიღებული სიგნალები ადასტურებს, რომ რუსეთი ომს წააგებს.

“ჩვენ ვიზამთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რომ უკრაინას მივცეთ მეტი საჰაერო თავდაცვა, მეტი სტაბილურობის გარანტიები, მეტი დაცვა რუსული დარტყმისგან.

[...] გაისმა მნიშვნელოვანი განცხადებები მსოფლიო ლიდერების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად, ასევე არის სიგნალები ჩვენი თავდაცვისთვის იარაღის მარაგის ზრდის შესახებ. ეს ეხება, კერძოდ, შორი მანძილის რაკეტებს. საუბარი იყო ასევე  უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე." - თქვა პრეზიდენტმა ღამის ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთს სიგნალებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი დასასრული ექნება და ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს მარცხი.

"და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაჩქაროთ რუსული მარცხი. მსოფლიო ზეწოლა ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთს არ ჰქონდეს დრო ტერორის ახალი ფორმების მოსაძებნად." - თქვა მან.

ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს თითოეულ თავდასხმას უკრაინის თითოეულ კუთხეში კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ექნება .

"ეს ეხება არა მხოლოდ იმ ბოროტებას, რომელიც რუსეთმა მოიტანა 24 თებერვლიდან, არამედ 2014 წლიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს. გვახსოვს ილოვაისკი, გვახსოვს დონეცკის აეროპორტი და გვახოვს ყოველი დარტყმა ჩვენ წინააღმდეგ. ხალხო, ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა."- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები