მიუნხენის კონფერენცია

სუნაკი: ახლა არის დრო, გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის

ადამიანის უფლებებიდან დაწყებული ბირთვული საფრთხეებით, საქართველოდან მოლდოვამდე, რუსეთმა NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი [...]

ახლა არის დრო, რომ გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა. როდესაც [ვლადიმირ] პუტინმა ეს ომი დაიწყო, მან აზარტული თამაში ითამაშა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაგვიანდებოდა. ახლაც კი, ის ფიქრობს, რომ ნერვები გვიმტყუნებს. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ის არასწორი იყო და კიდევ ერთხელ დავამტკიცებ [...]

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარეს. ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ყოველთვის იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. რუსეთი ყოველდღიურად იწვევს ტანჯვას და ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად უკრაინის გამარჯვებაა. ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია უკრაინისთვის, რომ მან მოიპოვოს უპირატესობა ბრძოლის ველზე და გაიმარჯვოს. ასევე, გვჭირდება პოლიტიკური სტრატეგია, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა. ომში გასამარჯვებლად უკრაინას სჭირდება მეტი არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა, ასე რომ სწორედ ახლაა დრო გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა.

თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები