მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თურქეთში კაჰრამანმარაში პროვინციაში კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

ბიძგები რამდენიმე მიმდებარე პროვინციაშიც იგრძნობოდა. პირველადი მონაცემებით მიწისქვეშა ბიძეგბს ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო. ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 41 000-ს აჭარბებს.

კომენტარები