მიხეილ სააკაშვილი

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი

ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, მე ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი. უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება [მიხეილ სააკაშვილი]. ნამდვილად ასე იქნება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დააკარგა 1 კგ რაღაც დროის მერე უნდა გაჩერდეს, თორემ მოკვდება ადამიანი. ლინჩის წესი ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი. [...]

აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის. სასიცოცხლო მაჩვენებლით არის ეს ვითარება და აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის. 

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები