მიუნხენის კონფერენცია

"ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ შეიძლება აღმოსავლეთ აზიაში მოხდეს" – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩინეთზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.   

"ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ შეიძლება აღმოსავლეთ აზიაში მოხდეს". - განმარტა სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს განსხვავებული ევროპა, ხოლო პეკინი "ყურადღებით ადევნებს თვალს, რათა დაინახოს ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის - ან ჯილდო, რომელსაც იგი აგრესიისთვის იღებს".

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან". - თქვა სტოლტენბერგმა და ამასთან, დასავლეთს მოუწოდა, თავი აარიდოს ჩინეთისა ნედლეულსა და ტექნოლოგიების ექსპორტზე დამოკიდებულებას. 

ამასთან, სტოლტენბერგის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომლის მიღებაც უკრაინის ომიდანაა შესაძლებელი, ისაა, რომ "ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად უნდა იდგეს" როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ ფრონტზე. 

კომენტარები