NATO-უკრაინა

NATO, ევროკავშირი და უკრაინა პირველ სამმხრივ შეხვედრას 21 თებერვალს გამართავენ

Ukrinform

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ალიანსის პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება

ამავე ინფორმაციით, შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში დილით გაიმართება. ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია 12:45 საათზეა დაგეგმილი.

ამასთან, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა, NATO და ევროკავშირის წარმომადგენლები ასეთ სამმხრივ ფორმატში პირველად შეხვდებიან.

"მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად გავაძლიეროთ". – თქვა კულებამ.

კომენტარები