[პრაისის] განცხადებასაც არაფერი აქვს სიმართლესთან კავშირი, საფუძველი. არაფერი მსგავსი, რომ თითქოს ეს არის რუსული კანონი. ასეთი კანონი აშშ-ში არსებობს, 1998 წლიდან მოქმედებს ფედერალური კანონის სახით, ასეთი არსებობს ისრაელში, რომელიც მოქმედებს 2016 წლიდან, არსებობს ავსტრალიაში, უნგრეთში და ა.შ. მათ შორის, არსებობს რუსეთში, მაგრამ იქ აბსოლუტურად სხვა ფორმა აქვს და სხვა გამოყენებაც.
ჩვენ ამ კანონის შემუშავებისთვის საფუძვლად ავიღეთ ამერიკული ვარიანტი, თუმცა ეს არ არის სრული ვარიანტი, უფრო მეტად შემსუბუქებულია - ამერიკული ვარიანტი უფრო მეტ რეგულაციას შეიცავს და უფრო საპასუხისმგებლო და მძიმეა რეგულირების კუთხით, ვიდრე არის ჩვენი ვარიანტი. მე ვფიქრობ, სჯობს, როდესაც ამის გარშემო განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ალბათ, სჯობს, რომ უკეთ იცნობდეს საკითხს.