ფლანგვის დეტექტორი

GMC: 2021 წელს აფხაზეთის ფინანსთა სამინიტრომ ბიუჯეტის 99% ხელფასებში დახარჯა

ფლანგვის დეტექტორის [GMC] ინფორმაციით, 021 წელს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ 1,518,445 ლარიდან 1,500,013 ლარი (99%) შრომის ანაზღაურებაში დახარჯა.

საერთო ჯამში 2020-2022 წლებში აფხაზეთის მთავრობის აპარატმა და ხუთმა სამინისტრომ ბიუჯეტის 70% ხელფასებში დახარჯეს.

ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა მინისტრი ირაკლი კობახიძის სიძე - დავით ფაცაციაა, რომელმაც 2020-2022 წლებში 138,243 ლარის ხელფასი აიღო. ხოლო კულტურის მინისტრი ხელისუფლების ღიად მხარდამჭერი ყოფილი ჟურნალისტი ეკა ხოფერიაა, რომელმაც 2020-2022 წლებში 143,450 ლარის ხელფასი აიღო.

კომენტარები