რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს" – იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენდა. 

"თითქმის ერთი წელიწადი გავიდა უკრაინაზე თავდასხმიდან და ვლადიმირ პუტინის მხრიდან მშვიდობისთვის მზადების ნიშანი კვლავ არ იკითხება. ამის საპირისპიროდ ის ახალ შეტევებს იწყებს და სამიზნედ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალაქები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა აქვს ქცეული. პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს. ამისათვის სწრაფი ტემპით უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება, რათა დაიბრუნონ საკუთარი ტერიტორიები და შეინარჩუნონ სუვერენობა". - თქვა პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა. 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, NATO თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით დამატებითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. მათ შორის, იგეგმება შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე NATO-ს ძალების მზადყოფნის მობილიზება და გაძლიერება. 

კომენტარები