2023 წელს გარდაცვლილები

82 წლის ასაკში მსახიობი რაკელ უელჩი გარდაიცვალა

Befunky

82 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1960-იანი წლების ვარსკვლავი რაკელ უელჩი გარდაიცვალა.

ამერიკელმა მსახიობმა პირველი როლი 1964 წელს შეასრულა. 1966 წელს მისი მონაწილეობით ორი ფილმი Fantastic Voyage და One Million Years B.C. გამოდის. შესრულებულმა როლებმა დამწყებ მსახიობს მსოფლიო პოპულარობა და სექს-სიმბოლოს სტატუსი მოუტანა. ცნობილი კადრი ფილმიდან, რომელშიც უელჩი საცვლებით არის აღბეჭდილი, 60-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პოსტერად იქცა. პოსტერი ფილმ Shawshank Redemption-შიც ჩანს, მთავარი გმირი გათხრილ გვირაბს, სწორედ რაკელ უელჩის გამოსახულებით მალავს.

პოსტერად ქცეული კადრი ფილმიდან One Million Years B.C.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში Bandolero!, 100 Rifles, The Three Musketeers, Animal, Naked Gun. 

1974 წელს ფილმ The Three Musketeers-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსის პირველი ნომინაცია, 1987 წელს კვლავ იყო წარდგენილი ფილმისთვის Right to Die. 1994 წელს დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ჟურნალმა Playboy-მ მე-20 საუკუნის ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების სიაში მესამე ადგილი მიანიჭა. 

 

კომენტარები