რაც შეეხება ევროპარლამენტარებს და [რეზოლუციაში] ამ ცვლილებების ინიციატორებს, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ისინი შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი. როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი [ანდრიუს კუბილიუსი] საუბრობდა, მაგალითად იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ, ის საუბრობდა სინამდვილეში არა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის EPP, ეს არის გლობალური ომის პარტია, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ის სინამდვილეში ამ გლობალური ომის პარტიის სახელით გვესაუბრებოდა, რომელსაც სამწუხაროდ აქვს დიდი გავლენა ევროპარლამენტზე, იმდენად სერიოზული, რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში და უკვე სამი ასეთი რეზოლუცია მიიღეს.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე ევროპარლამენტარებზე: შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეებს, დამნაშავე ძალას
tbl.ge/69tq
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, "ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, ქართული ოცნებისთვის - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, თუ ჩვენი წესებით არ ითამაშებთ".
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




