რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ოკუპანტების 2 თვითმფრინავი – Су-24М და Су-25 ჩამოაგდეს

Unian

ბოლო 24 საათში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი ოკუპანტების 2 თვითმფრინავი - Су-24М და Су-25 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს

გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს თავს 20-ზე მეტ ლოკაციაზე დაესხნენ - მათ შორის, სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალების საცავებს.  

გენშტაბი ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტების მიერ მორიგი შეტევების საფრთხე კვლავ მაღალია. 

"ამავდროულად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა ძლიერდება". - ვკითხულობთ მათ განცხადებაში. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 32 საჰაერო იერიში მიიტანეს. 

კომენტარები