ქართული ოცნება

კალაძე: წამით არ გადაგვიხვევია ევროინტეგრაციის გზიდან, რეზოლუციებზე რეაგირება გვექნება

საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს იმ აზრს, რაც ქვეყნისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გვითქვამს. ვერ ნახავთ ვერცერთ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს სტატუსის მონიჭება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ ეს არის სუფთა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს არის ერთიანად დაგეგმილი სქემა - სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, შემდეგ ის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და რომელიც რეალობას არ შეესაბამება. 

ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ქართული ოცნების გენერალური მდივნისთვის, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე. ერთი წამით არ გადაგვიხვევია იმ გზიდან, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, არარეალურ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან ექნება რეაგირება და შესაბამისი პასუხები, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესს და ეს ასე იქნება მომავალშიც.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 

კომენტარები