რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანიამ უკრაინას თავის სამხედრო შეიარაღებაში არსებული ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა

დანიამ უკრაინას თავის სამხედრო შეიარაღებაში არსებული ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"დანიამ უკრაინას თავისი ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა, ნამდვილი მეგობარი, რომელმაც იცის, რომ ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლაა. მადლობა დანია!". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

დანიამ უკრაინისთვის ფრანგული წარმოების 19 თვითმავალი ჰაუბიცა Caesar-ის გადაცემის შესახებ განცხადება 19 იანვარს გაავრცელა.

ამის შემდეგ კი დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადაცემული Caesar-ის ჰაუბიცების ნაცვლად, ისრაელისგან Atmos-ის ჰაუბიცების შეძენას გეგმავს.

კომენტარები