რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: თუ მომდევნო კვირებში უკრაინაში იარაღს არ გავგზავნით, შესაძლოა, პუტინმა გაიმარჯვოს

ანდჟეი დუდა

"არ ვიზიარებ მათ მოსაზრებას, ვინც ფიქრობს, რომ ათობით ათასი დაღუპული ჯარისკაცი პუტინს გააჩერებს. რუსეთს ადამიანის სიცოცხლე არ ადარდებს". – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეჟ დუდა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან მიცემულ ინტერვიუში.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ის ფიქრობს, რომ პუტინი დასუსტებულია, რადგან მან ომი ვერ მოიგო, რის პირობასაც ის დებდა, თუმცა, დუდა აღნიშნავს, რომ პუტინს კვლავ აქვს შანსი გამარჯვების, თუ დასავლეთი სწრაფად არ მიაწვდის უკრაინას საჭირო სამხედრო აღუჭრვილობას.

"მათ [რუსეთს] არ აქვთ თანამედროვე სამხედრო ინფრასტურქტურა, მაგრამ მათ ჰყავთ ადამიანები! თუ ჩვენ მომდევნო კვირებში უკრაინას არ გავუგზავნით სამხედრო აღჭურვილობას, პუტინმა, შესაძლოა, გაიმარჯვოს. მან შეიძლება გაიმარჯვოს და ჩვენ არ ვიცით, თუ სად გაჩერდება ის". – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი.

12 თებერვალს გავრცელებული ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორ კვირაში რუსეთი უკრაინაში შეჭრიდან პირველი კვირის შემდეგ ყველაზე დიდ დანაკლისს განიცდის. 

20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს

უკრაინამ F-16 მოერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით ასევე ნიდერლანდებს მიმართა, ხოლო ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან გასაგები თხოვნაა, თუმცა ის რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.

აღნიშნულ საკითხზე ასევე კომენტარი პოლონეთის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. დუდას თქმით, უკრაინისთვის რეაქტიული თვითმფრინავების გადაცემა ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის, ვინაიდან პოლონეთს 50-ზე ნაკლები ასეთი ტიპის თვითმფრინავი აქვს.

კომენტარები