მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

აშშ-ში უცნობმა პირმა მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად $30 მლნ გაიღო

 THE CANADIAN PRESS/AP, Khalil Hamra

აშშ-ში უცნობი პირი თურქეთის საელჩოში მივიდა და თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისას დაზარალებულების დასახმარებლად $30 მლნ გაიღო. ინფორმაციას CNN პაკისტანის პრემიერმინისტრზე, შეჰბაზ შარიფზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც პრემიერი ამბობს, კაცი პაკისტანელია, რომელიც აშშ-ში იმყოფება. 

"ეს ქველმოქმედების ისეთი დიდი მაგალითია, რომელიც კაცობრიობას საშუალებას აძლევს, დაძლიოს ერთი შეხედვით გადაულახავი დაბრკოლებები". - თქვა მან. 

ინფორმაციას ადასტურებს თურქული სახელმწიფო მედია Anadolu-ც. 

კომენტარები