ჩვენ პატივს მივაგებთ თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაღუპულთა ხსოვნას. საშინელმა ტრაგედიამ, რომელმაც ერთ წამში ამდენი სიცოცხლე შეიწირა, ღრმა ტკივილი გამოიწვია ჩვენს გულებში. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს და ვეხმარებით ამ რთულ დროს. მარადიული ხსოვნა დაღუპულებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
tbl.ge/69o8
დაკოპირდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში თურქეთის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამავე თემაზე
- თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა
- თურქეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ერთ-ერთ რაიონში შენობა ჩამოინგრა
- სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- თურქეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 კი დაშავდა
- თურქეთის პოლიციამ 20 პირი დააკავა მიწისძვრაზე "პროვოკაციული" პოსტების გავრცელების გამო




