რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: რუსეთი გაზაფხულზე შეტევითი ოპერაციების განახლებას გეგმავს

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

რუსეთი იყენებს ზამთრის პერიოდს სამხედრო პერსონალის შეიარაღებისა და შევსებისთვის, რათა გაზაფხულზე უკრაინაში შეტევითი ოპერაციები განაახლოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა

"რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ რუსები დონბასის რაიონში შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ. ბახმუტის ირგვლივ ბრძოლები კვლავაც სასტიკია". – აღნიშნა კირბიმ. 

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა გაზარდეს უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება ბოლო კვირების განმავლობაში, რათა უკრაინას დაეხმარონ გაზაფხულზე ბრძოლისთვის მომზადებაში. 

კირბის თქმით, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად ბრძოლა, სავარაუდოდ, უფრო სასტიკი გახდება.

კომენტარები