რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენ ჰოჯესი: დასავლური თვითმფრინავები უკრაინას გამარჯვებაში ერთი წლის ვადაში დაეხმარება

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი 
picture alliance/dpa/Ingo Wagner

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალი ბენ ჰოჯესის განმარტებით, დასავლეთმა მოიერიშე თვითმფრინავები კიევს უნდა მიაწოდოს, რამაც შესაძლოა უკრაინის გამარჯვება წლის ბოლომდე დააჩქაროს. ამის შესახებ ჰოჯესმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ისაუბრა

ჰოჯესის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს დასავლელი მებრძოლების გარეშეც, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის დამარცხებას, დასავლეთის ამჟამინდელი დახმარების გათვალისწინებით, შესაძლოა სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს.

"რაც უფრო მალე მივცემთ მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ გადამწყვეტ შედეგს, მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს [ომი]". – თქვა მან.

გარდა ამისა, ჰოჯესმა აღნიშნა, რომ ვარჯიშსა და ასაფრენ ბილიკზე არსებული პრობლემები კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებას არაპრაქტიკულს არ ხდის. 

ამასთანავე, ბენ ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ კიევმა უნდა დაიბრუნოს ყირიმი, რათა შეინარჩუნოს "საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი" და "გაეროს ქარტია". მანვე დასძინა, რომ უკრაინის პორტებისთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს წვდომა აზოვის ზღვაზე ყირიმის გავლით.

კითხვაზე რუსეთის ახალი შეტევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ჰოჯესმა უპასუხა, რომ მოსკოვს არ აქვს საკმარისი ჯავშანტექნიკა და ასეთი შეტევა უკრაინაში საერთო ოპერაციულ გარემოს ვერ შეცვლის.

ამასთან ერთად, ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, რომ კიევს საკმარისი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ რუსეთის წარმატება შეზღუდოს. თუმცა, მისივე თქმით, ეს მაინც ძვირი იქნება მსხვერპლისა და საბრძოლო მასალის თვალსაზრისით.

კომენტარები