მარია ზახაროვა

ზახაროვა: მოსკოვი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. რუსული საინფორმაციო სააგენტო TACC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ზახაროვამ 10 თებერვლის ბრიფინგზე ისაუბრა

"თუ სამმხრივი დიალოგი ბაქოს, ერევანსა და თბილისს შორის ამიერკავკასიაში არსებული უთანხმოების გადაჭრას დაეხმარება, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუმცა, თუ ვაშინგტონისა და ბრიუსელის აჩრდილი უთხრის ძირს რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს, ეს უკვე სხვა საკითხია". - თქვა ბრიფინგზე მარია ზახაროვამ. 

TACC-ის ცნობით, 30 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში ახსენა, რომ ერევანი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის წარმოებით და სომხეთი ამ სივრცეში თბილისსაც მოიაზრებს, როგორც შუამავალს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 

კომენტარები