მიწისძვრა თურქეთში

პენიტენციური: თურქეთის მოქალაქე პატიმრებს 60 წუთი ტელეფონზე საუბარი უფასოდ შეეძლებათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ტელეფონზე 60 წუთი საუბარი უფასოდ შეეძლებათ.

"თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს.

თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრონ და აღნიშნული სასაუბრო ლიმიტი შეხედულებისამებრ გამოიყენონ". - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ  20 000-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

კომენტარები