ლარი დოლართან 0.32 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.08 თეთრით. 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6670 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8550 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.





