"ჩვენ თქვენ გიცავთ" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებთან მიმართვისას. მისი თქმით, უკრაინა ერთადერთი ძალაა, რომელიც ეღობება რუსეთს ევროპული ცხოვრების წესის განადგურების გზაზე.
"ვიცავთ თავს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ანტიევროპული ძალისგან - ჩვენ უკრაინელები ბრძოლის ველზე თქვენთან ერთად ვდგავართ". - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის განმარტებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერების ნაწილი მზად არიან მიაწვდინონ უკრაინას შესაბამისი საბრძოლო იარაღი.
"ევროპა ჩვენთან იქნება მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ. მე მოვისმინე განცხადებები, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი მზადაა მოგვაწოდოს საჭირო იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები. რამდენიმე ორმხრივი შეთანხმება განიხილება, ვაპირებთ მოიერიშე თვითმფრინავების და სხვა თვითმფრინავების საკითხი დავაყენოთ". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინა, რომელმაც გასულ ივნისს კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის.
ევროპარლამენტში გამოსვლისას, სიტყვის ბოლოს ზელენსკიმ ყველა ევროპარლამენტარი უკრაინაში დაპატიჟა.





