თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი: პუტინს აქვს მიზნები, ეს მიზნები არ იცვლება იმით, ბიძინა ან სხვა რას იზამს

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიზნები და ამოცანები არ იცვლება იმის მიხედვით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა რას იტყვის და გააკეთებს. აჭარის ტელევიზიის ეთერში ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის გაცხადებული გეგმა საბჭოთა კავშირის აღდგენაა და ამ მიმართულებით მიზანმიმართულად მოქმედებს.

"ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა გაცოფებული მხეცი მოგვდევს და ჩიხში გავრბივართ, ჩიხში ვემალებით ამ მხეცს, რუსეთის ფედერაციაზე მაქვს საუბარი და ძალიან ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი იმაზე, რომ აი, "ამ ხელისუფლებამ მშვიდობა დაიცვა და მშვიდობას იცავს". ეს არის თავიდან ბოლომდე მცდარი დაშვება, იმიტომ, რომ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა რომ უნდა, ეს თქვა 2007 წელს. იმას აქვს თავისი მიზნები და თავისი ამოცანები. ეს ამოცანები და მიზნები არ იცვლება იმის მიხედვით, მე, ბიძინა ივანიშვილი, მიშა სააკაშვილი ან გუბაზ სანიკიძე აქ რას იტყვის და რას იზამს. კაცს უნდა, ეს 2006-შიც თქვა ეროვნულ მიმართვაში, 2007-შიც თქვა მიუნხენში და მას შემდეგ, ძალიან მიზანიმართულად მოქმედებს ამ მიმართულებით.

ანუ ჩვენ რას ვიზამთ, იმის მიუხედავად, ის კაცი ჩვენ მოგვდევს. საბჭოთა კავშირის აღდგენა არის მისი გეგმა, მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ვიზამთ. დღეს იზამს ამას,  ხვალ იზამს თუ მაზეგ იზამს, ეს არის მხოლოდ მასზე დამოკიდებული. როცა დასჭირდება, მაშინ იზამს და ვინც არ უნდა ჰყავდეს აქ, მაშინ იზამს, როცა მოუნდება იმის დემონსტრირება, რომ აი, აღადგინა საბჭოთა კავშირი.

სანამ ჩვენ დრო გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ნებისმიერ პატრიოტ რეჟიმს ამოცანად უნდა ჰქონდეს ის, რომ სანამ ეს მხეცი არის სხვაგან დაკავებული თავისი მხეცური გამოხტომებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისეთი მომზადებულები შევხვდეთ შემდეგ განვითარებას, ვერც გაბედოს და არც იფიქროს საქართველოსკენ გამოხედვა" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები