ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: თქვენი ლაი-ლაი, ბლაბლაბლა მობეზრდა ყველას, გავერთიანდეთ მთავარი მიზნისთვის

მოგმართავთ, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, პოლიტიკოსობა ნიშნავს ხალხის მსახურებას, პოლიტიკურ ლიდერობაა როცა გამოხატავ ხალხის ხმას და დღეს ჩვენს ხალხს შია, წყურია, ემიგრაციაში გარბის, უსამართლობა აწუხებს, უსაფრთხოება აწუხებს, ის, რომ გარეთ ვეღარ გამოდიან ეშინიათ კრიმინალების, ეშინიათ ქურდების, ეშინიათ ხვალინდელი დღის და ჩვენი მოქალაქებიის დიდ უმრავლესობას ეშინია ხვალ შვილი როგორ გაუშვას სკოლაში, აქვს კი ზამთრის ფეხსაცმელი შვილისთვის, რომ გათოვდება, გაწვიმდება, აქვს კი იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტს გადაუხადოს გადასახადი - ეს პრობლემები აწუხებს ჩვენს ხალხს და თქვენი ლაი-ლაი, ბლა ბლა ბლა მობეზრდა ყველას. ჩვენი ქვეყანა არის დასახსნელი და ამ საქმეში გადადეთ პირადი დაპირისპირებები, გადადეთ პირადი სიმპატიები, გადადეთ ყველაფერი და გავერთიანდეთ მთავარი მიზნისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და პრეზიდენტ სააკაშვილის გამოხსნა.

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

კომენტარები