ჩვენი ქვეყანა დასახსნელია და ამ საქმეში პირადი დაპირისპირებები, სიმპატიები და ყველაფერი გადადეთ. მთავარი მიზნისთვის გავერთიანდეთ - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და პრეზიდენტ სააკაშვილის გამოხსნა. იმიტომ, რომ ჩემო ძვირფასებო, ეს ცალ-ცალკე არ გამოვა. ამას ხაბეიშვილი კი არ ამბობს, ამას მსოფლიო ლიდერები ამბობენ. ამას მსოფლიო გამოცემები წერენ. ამაზე ჩვენი ევროპელი კოლეგები და დიპლომატები პირდაპირ გვესაუბრებიან. ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა მიბმული საქართველოს ევროპული მომავალი. ამასობაში, ჩვენ ვის ვუსმენთ? ბოდიში და მართლა ამ ზღმურტლიან კობახიძეს. პოლიტიკურად ბინძურსა და ზღმურტლიანს. ცხადია, ამას ვგულისხმობ. რომელიც ყოველდღიურად სიძულვილს, ბოღმას, ბოროტებას, დაყოფასა და გახლეჩას თესავს. ყოველდღიურად, მთელი დღე ტელეეთერებში რას გაჩვენებენ? რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი დაჰყონ და ერთმანეთს დააპირისპირონ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ხაბეიშვილი: პოლიტიკურად ზღმურტლიანი კობახიძე ბოღმასა და ბოროტებას თესავს
tbl.ge/69jo
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც პარტიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




