ანასტასია გუბანოვა

რუსული მედია: ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მიიღებს მონაწილეობას

რადიო თავისუფლება

6 თებერვალს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მიიღებს მონაწლეობას.

"ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფიგურულ სრიალში სიყვარულის ფესტივალზე გამოვა" – წერს გამოცემა TACC.

ღონისძიება 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, ცსკა-ს(რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება) არენაზე გაიმართება, ხოლო ორგანიზატორი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია.

გუბანოვა საქართველოს ნაკრების წევრი 2021 წლის აგვისტოში გახდა. იქამდე სპორტსმენი რუსეთის სახელით ასპარეზობდა. მიმდინარე წლის 29 იანვარს გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა.

ანასტასია გუბანოვას ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები