ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ ბოროტებაზე. ეს ჩვენი და ასევე, თქვენი ტრადიციების საფუძველშია. თუმცა, ჰორიზონტი არასდროს არ რჩება ცარიელი. მაშინ, როდესაც ძველი ბოროტება დამარცხდება, ახალი ცდილობს აღმოცენებას. თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ბოროტება კვლავ განადგურდება? თქვენს თვალებში ვხედავ, რომ ჩვენ ერთნაირი შეგრძნება გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ეს გამარჯვება შეცვლის სამყაროს, ეს იქნება ის ცვლილება, რაც სამყაროს დიდი ხანია, სჭირდებოდა. გაერთიანებული სამეფო ჩვენთან ერთად მიიწევს ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისკენ და ეს იქნება გამარჯვება სრულად ომის იდეაზე. მას შემდეგ, რაც გავიმარჯვებთ, ნებისმიერ აგრესორს, დიდს თუ პატარას, ეცოდინება, რა ელის მას, თუ ის თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
"ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს" – ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტს სიტყვით მიმართავს
tbl.ge/69jk
დაკოპირდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს.
ამავე თემაზე
- ზახაროვა ჩივის, რომ NATO და უკრაინა რუსეთის აეროდრომების გასანადგურებელ იარაღზე მუშაობენ
- პოლონეთმა რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის გამო 9 უკრაინელი და ორი ბელარუსელი გააძევა
- რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ბენზინის გადამყიდველები დააკავეს
- პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია, ბენზინგასამართ სადგურებთან კი – რიგები
- პუტინი ზელენესკის განცხადებაზე: ლუკაშენკოსთან ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს




