ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

7 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციასთან ენმ აქციას გამართავს

ტაბულა

7 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა. 

"ხვალ 17:00 საათზე, ყველას მთავრობის ადმინისტრაციასთან გელოდებით. პროტესტი ყოველდღიური იქნება, სანამ შედეგზე არ გავალთ".- თქვა ხაბეიშვილმა. 

მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საგანგებო თათბირი გაიმართა. პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარებს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებსა და წევრებს ხვალიდან თბილისში ელოდება. 

ხაბეიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში საქმიანობას წვეტს და ყოველდღიურ პროტესტზე გადადის. 

 

კომენტარები