მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, კარამანმარასი იყო. 

ბოლო მონაცემებით, სირიის საზღვართან ღამით მომხდარ 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრას 912 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, სირიასა და თურქეთში, მინიმუმ, 1 200 ადამიანი დაიღუპა. 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, 5 383 ადამიანი. ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები 10 ქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი, თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა, რადგან ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების დახმარება ამ წუთებშიც გრძელდება.

პარალელურად, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) ცნობით, სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 320-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათასობით ადამიანი.

კომენტარები