მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

მთავრობა: უახლოეს საათებში თურქეთში შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გავგზავნით

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. 

მთავრობის ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

თურქეთში მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო და მისი ეპიცენტრი ქალაქ გაზიანტეპი იყო. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, სირიაში 237-მდე. ჯამში დაშავდა 3000-ზე მეტი ადამიანი. 

კომენტარები