რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინა შორი მანძილის იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის არ გამოიყენებს

"უკრაინა არ გამოიყენებს შეერთებული შტატების მიერ მოწოდებულ შორი მანძილის იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის და მიზანში ამოიღებს მხოლოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ დანაყოფებს" - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა.

3 თებერვალს პენტაგონმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორი მანძილის GLSDB-ებს გადასცემს.


პენტაგონის პრესმდივნის, ბრიგადის გენერლის, პატრიკ რაიდერის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინისთვის $2.175 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც შორი მანძილის GLSDB-ებსაც მოიცავს.

GLSDB (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი) არის მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელიც მოიცავს მცირე დიამეტრის ბომბს, რომლის GPS-ით მართვაა შესაძლებელი და 150 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ამ იარაღს აშშ ერაყსა და ავღანეთში ფართოდ იყენებდა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია მოძველებულ M26-ის რაკეტებზე, მათი სიზუსტის გასაზრდელად.

“დღევანდელი პაკეტი მოიცავს კრიტიკულ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას თავისი ხალხის დაცვაში, ასევე მოიცავს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და მეტ აღჭურვილობას, რომელსაც უკრაინა ეფექტურად იყენებს, მათ შორის, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას და რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის". – თქვა რაიდერმა.

კომენტარები