მიხეილ სააკაშვილი

ალასანია ჩალაძის განცხადებაზე: ყველა ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის ვითარებას, რაშიც ვართ

გიული ალასანია
პალიტრანიუსი

"ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, მართალი გითხრათ, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით".- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ენმ-ის წევრს, გიორგი ჩალაძეს, რომელმაც თქვა, რომ "თუ არ უნდათ, რომ ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად".

ტელეკოპმანია იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, არეულობა და ძალადობა მოიტანს თუ არა შედეგს, ალასანია პასუხობს, რომ "ყველაფერი უნდა ისინჯოს".

"მე არ ვიცი, რა მოიტანს შედეგს, ყველაფერი უნდა ისინჯოს. ხალხზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაინახავს... რა არის ამაში მუქარა? ეს არის რეალურად დანახული სურათი, ალბათ ასეა, რადგან ჩალაძემ თქვა... მე 2003 წლის მომსწრე ვარ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ამართლებს".- თქვა გიული ალასანიამ. 

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე პროცესი გაიმართება. მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან. სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალვე მიიღებს.

კომენტარები