რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ის გენპროკურორმა რუსი ოლიგარქების ქონების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გერლენდმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერლენდმა უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრისას ისაუბრა. 

"დღეს დავამტკიცე უფლება, რომ ჩამორთმეული რუსული ქონება უკრაინაში გამოსაყენებლად გადაირიცხოს". - თქვა გერლენდმა. მისი განმარტებით, თანხა სახელმწიფო დეპარტამენტს გადაერიცხება, რომელსაც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამოიყენებენ.

გერლენდმა აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს ისეთი საქმეების შესწავლასა და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, სადაც რუსი ოლიგარქები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში კრემლს ხელს უწყობენ.

კომენტარები