ისრაელი-უკრაინა

ნეთანიაჰუ მზადაა უკრაინაში სამხედრო დახმარება გაგზავნოს – მედია

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ხუთშაბათს, 2 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იგი მზადაა უკრაინაში სამხედრო დახმარება გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. 

გარდა ამისა, მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის კიევში მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

როგორც მედია წერს, ნეთანიაჰუმ მაკრონს უთხრა, რომ შუამავლობაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. ამასთან, მისივე განმარტებით, იგი არ დააყენებს შუამავლის როლს რუსეთსა და უკრაინას შორის მანამ, სანამ ამის გაკეთებას რუსეთი, უკრაინა და აშშ არ სთხოვენ.

კომენტარები