რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ისრაელი ანტისარაკეტო სისტემა რკინის გუმბათის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს

Yonatan Sindel/Flash90

ისრაელი უარს არ ამბობს უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნაზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 1 თებერვალს CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა

ამასთან, მისივე თქმით, ის აუცილებლად განიხილავს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. გარდა ამისა, მან ცალკე აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა განიხილოს უკრაინისთვის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის "რკინის გუმბათის" მიწოდება.   

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, იგი მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, თუ ორივე მხარე და ამერიკის შეერთებული შტატები ამასთან დაკავშირებით შეთანხმდებიან.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა სწორ დროსა და სწორ გარემოებებს მოითხოვს.

კომენტარები