რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU თანახმაა, უკრაინას რუსეთის ლიდერებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაში დაეხმაროს

Frederick Florin / AFP

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ აგრესიის შედეგად ჩადენილ დანაშაულებზე რუსული მხარის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობაზე. მიუხედავად ამისა, მათ ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ომის და სხვა უმძიმესი დანაშაულები, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დროსაა ჩადენილი და რომლის მზარდი მტკიცებულებაც არსებობს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიების მიმართ. რუსეთი, ყველა დამნაშავე და თანამზრახველი აგებს პასუხს". – ნათქვამია ერთობლივ დადგენილებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს უკრაინის, ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტებმა.

დოკუმენტის ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაამტკიცა. 

კომენტარები