მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნადირაძე: დღეის მდგომარეობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის

ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის კლინიკურ-ლაბორატორიული, სუბიექტური და ობიექტური მონაცემები საშუალებას იძლევა, რომ მისი მკურნალობა თერაპიულ პალატაში გაგრძელდეს. ძალიან არ მინდა, რომ მძიმე გახდეს და მანამდე მოხდეს რაღაც სასწაული. მძიმე და კრიტიკული პაციენტები ხვდებიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ზოგადად, ამ საქმის მოცემულობაა მძიმე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული ან სუბკრიტიკული მაჩვენებლებით, ამ ეტაპზე მძიმე არ არის. ვამბობ ამ ეტაპზე და დღეს, მაგრამ თუ ის მკურნალობას არ გააგრძელებს, მხოლოდ შერჩევით მკურნალობას განაგრძობს და უარს იტყვის საკვებსა და პარენტერალურ კვებაზე, რა თქმა უნდა, მკვეთრად დამძიმდება. მას კახექსია კვების გამო აქვს. დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ, როგორ იქნება. სხვათა შორის, დღეს 300 გრამი გვაქვს ნამატი და მთელ კლინიკას გვიხარია. 

განაცხადა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით დაკითხეს.

კომენტარები