მე პირადად არც პაციენტის გულშემატკივრებთან არ ვიზარებ კონტაქტს, ზეპირი თუ წერილობითი სახით, რომ დამეხმარონ და მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნონ, რომ მისთვის საკვების შესაბამისი კალორაჟის მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. მეტ-ნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, პიროვნებებს არ დავასახელებ - მათგან ნამდვილად იყო მცდელობა, რომ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში დამხმარებოდნენ, თუმცა, ის საკვები, რაც სააკაშვილთან ყოველდღიურად მოდის, მით უმეტეს, მათ იციან, რომ თუ ისინი ხედავენ, რომ დიაგნოზში არის კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე კონკრეტული ცვლილებები, რომ მაგალითად, ნივრიანი პურის, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი, ეს რაში წერია. ვერ ვხვდები, შილაფლავის სოკოთი მოტანა რომელ პროტოკოლში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა მათ კალორაჟით ჩაუშალა, თუ რომელი პროდუქტები, როგორ და რა რაოდენობით არის საჭირო.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ნადირაძე: სააკაშვილთან ნივრიანი პური და შილაფლავი სოკოთი მოაქვთ, რომელ პროტოკოლში წაიკითხეს?
tbl.ge/69cj
დაკოპირდა

თქვა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობანინო ნადირაძეკლინიკა ვივამედივივამედი
ამავე თემაზე
- ჩხაიძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, საჭიროებს კლინიკაში ყოფნას
- ჩხაიძე სააკაშვილის შესახებ CPT-ს დასკვნაზე: ეს არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია
- კალაძე: რეალობაში სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება
- ელისაშვილი: მოვკიდებდი სააკაშვილს კისერში ხელს და წავიყვანდი ციხეში, 1 წელია, ბაირამობს
- ბრეგაძე სააკაშვილზე: ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, რეკომენდაციის მიხედვით გადავიყვანთ ციხეში