მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე ევროპარლამენტარებზე: ასეთი განცხადებები გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით

ევროპარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პარტიის დეპუტატები და ბუნებრივია, თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე და მათ შესაძლოა ეს მოსაზრებები გაუცვალონ ერთმანეთს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, იმიტომ, რომ მაყურებელმა დარბაზიც იხილა, ეს არ იყო მთელი ევროპარლამენტი, არამედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარკვეული მცირე ნაწილი, რომელიც გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას და პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას, ოღონდ არსებობს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი. როცა მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით და ამ შემთხვევაში ვპასუხობ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასაც და ეს არაერთხელ მითქვამს, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომლის ხალხსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვუთანაგრძნობთ ამ ომის გამო და მაქსიმალური კეთდება საქართველოს მხრიდან, რომ რაც შეიძლება გვერდით დაუდგეს უკრაინას, ძალიან საწყენია მსგავსი ტიპის განცხადების მოსმენა, რომელიც არ არის გამყარებული ფაქტებით. 

ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იმედის ეთერში. 2 თებერვალს, ევროპარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სხდომაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ და გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება. 

კომენტარები