მიხეილ სააკაშვილი

ლექსმანი სააკაშვილზე: ხელისუფლება სამარცხვინოდ იქცევა, ევროპულ მისწრაფებასთან შეუსაბამოა

მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP)  წევრი მირიამ ლექსმანი საქართველოს ხელისუფლების ქცევას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქმედება ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სპეციალურ სხდომაზე ისაუბრა.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია. თამაში, ტყუილები და გადავადება უნდა დასრულდეს. ეს სამარცხვინო საქციელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული მისწრაფების გაცხადებულ მიზანთან და [ჩვენს] პრინციპებთან და ფასეულობებთან". – თქვა ლექსმანმა.

ლექსმანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობის საშუალება დაუყოვნებლივ მისცენ.

"ექსპრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში. საქართველოს ხელისუფლებას აკისრია სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე და პასუხისმგებელი იქნება, თუ მას რამე დაემართება". – დაამატა ლექსმანმა.

კომენტარები