მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე სააკაშვილზე: ის არ არის მოტივირებული, რომ იყოს ჯანმრთელი

რა თქმა უნდა, პატიმარზე ზრუნვა არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენ ამ მოვალეობას ვასრულებთ ზედმიწევნით. მაგრამ, როდესაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას, დაწყებული შიმშილობით, რაც, სხვა რა არის, თუ არა თვითდაზიანება, მედიკამენტების შერჩევითად მიღება რა არის, თუ არა, თვითდაზიანება და ასევე სამედიცინო რეკომენდაციების არშესრულებაც, ბუნებრივია, არ არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მიზანი იკვეთება ცხადად, რომ ეს ადამიანი არ არის მოტივირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იმედის ეთერში.

კომენტარები