მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხაბეიშვილი: იმ კრიმინალებს, ვინც სააკაშვილის დოკუმენტაციას აყალბებს, ხელები მიემტვრევა

სამთავრობო სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს კრიმინალი ჯანდაცვის მინისტრი და იუსტიციის მინისტრიც რომ უზის და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებენ. ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს, ხელები მიემტვრევა. პირდაპირი მნიშვნელობით, ხელები მიემტვრევა [...] კიდევ ვამბობ, იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. გუშინ, 31 იანვარს ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ როგორც მან ექიმებისგან შეიტყო, საბუთებში მიხეილ სააკაშვილის სიმაღლე 2 სმ-ით აქვთ დაპატარავებული იმისთვის, რათა მისი პარამეტრები კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს.

კომენტარები