ენმ

სააკაშვილი ხაბეიშვილს: გილოცავ, ძმა – უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს სულ დაგიჭერ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

"გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად.

მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი". – წერს სააკაშვილი წერილში.

ხაბეიშვილმა სააკაშვილს "მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის" მადლობა გადაუხადა.

"მზად ვარ, მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის". – წერს სააკაშვილი წერილში.

კომენტარები